03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
სახალხო დამცველის ოფისი ინგრევა

ომბუდსმენის ოფისში მუშაობა მისი ავარიული მდგომარეობისა და ბზარების გამო ეშინიათ. 10 წლის წინ აშენებული ოფისის ექვსივე სართული დაზიანებულია.

2013 წელს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნაც დადო, სადაც წერია, რომ შენობა ავარიულია და იქ მუშაობა საშიშია.

ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ომბუდსმენმა მთავრობას რამიშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისის ახალი შენობით ჩანაცვლება სთხოვა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის მოთხოვნაზე მუშაობენ. თუმცა იმის გამო, რომ ნანუაშვილის აპარატს შეთავაზებული ალტერნატიული შენობები არ აკმაყოფილებს, ახალი ოფისი ამ დრომდე ვერ გამოიყო.

წვიმის წყლის ჩამოსვლის გარდა, ავარიულ შენობაში ხშირია ჭერის ჩამონგრევის ფაქტებიც.

ომბუდსმენის ოფისის კედლების დაბზარვასა და ცალკეული ფრაგმენტების ჩამონგრევას სეისმოლოგები შენობის ცუდ ხარისხს უკავშირებენ. თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ასეთ მდგომარეობაში ოფისი მცირე მიწისქვეშა ბიძგებსაც ვერ გაუძლებს.

სპეციალისტების დასკვნით, იმ შემთხვევაში, თუ შენობა საფუძვლიანად არ გამაგრდა, მან რამდენიმე თვეში შესაძლოა ძლიერ წვიმებსაც ვერ გაუძლოს და ჩამოინგრეს.

 

ავტორები: დავით კაკულია, თამაზ თხილიშვილი.

დღის ამბები