19 მაისი 2024,   05:39
ვრცლად
არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში - თამარ ჩუგოშვილი

„მე თავი შევიკავე რეზოლუციის მხარდაჭერიდან, იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, მე ისინი მომწონს თუ არა,“- ეს განცხადება პარლამენტის ვიც-ესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია ოპოზიციური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ მისი გაქრობა არ შეიძლება.

„მე ისინი არ მომწონს. არ მომწონდა ძალიან და მიუღებელი იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის პირობებში, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია. ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები