19 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდს საკმარისი რაოდენობა აღარ ჰყავს.

რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს.  გუშინ პარლამენტმა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები