19 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
"იქნება რა თქმა შეხვედრები" - "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები იგეგმება 

"ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები დღეიდან უნდა განახლდეს. ვის დაიბარებს
ამჯერად ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები გუნდის წევრებთან, მცირე ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავრი თემა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თემის აქტუალობიდან გამომდინარე შეხვედრები უმრავლესობის გარდა სხვა ფორმატშიც შედგება.  

„იქნება რა თქმა შეხვედრები, როგორც უმრავლესობის ფორმატში, ასევე სხვა ფორმატებში, იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, როგორც გუნდში მიმდინარე  პროცესებთან დაკავშირებით, ისე ზოგადად პარტიაში და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მცირე ფორმატი იქნება,  უმრავლესობის ფორმატი იქნება თუ ნებისმიერი იქნება, ასეთი ტიპის შეხვედრები აქამდეც არსებობდა და ამის მერეც იქნება,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები