ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით საბოლოო კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში 12 მარტამდე გაიმართება. განცხადება ამის შესახებ ტერეზა მეიმ შარმ-ელ-შეიხში გააკეთა, სადაც ევროკავშირისა და არაბული ლიგის ქვეყნების ორ დღიან სამიტს ესწრება.
სამიტის პარალელურად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკება გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთანაც.