19 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი კაიროს რკინიგზის ცენტრალურ სადგურში - გარდაცვლილია 25 ადამიანი

მასშტაბურ ხანძარს კაიროს რკინიგზის ცენტრალურ სადგურში 25 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრაგედია რამზესის სადგურში დატრიალდა, სადაც დიდი სიჩქარით მოძრავი მატარებელი, ბეტონის დამცავ ბარიერს შეეჯახა. შედეგად მატარებლის საწვავის ავზი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ცეცხლი პლატფორმასა და შენობაზეც გავრცელდა. დაშავებულია 50-მდე ადამიანი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შეჯახების მიზეზი მატარებლის სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. 

ადგილზე სამაშველო და სახანძრო ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ, იქ იმყოფება ეგვიპტის პრემიერ-მინისტრიც.

დღის ამბები