19 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს, ეკონომისტები კი ამ ფაქტს თბისი ბანკზე თავდასხმას უკავშირებენ

ეროვნული ვალუტის ახალი ანტირეკორდი - ლარის კურსი დღითიდღე უფასურდება, ექსპერტები კი ამის მიზეზად მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და თიბისი ბანკზე ხელისუფლების შეტევას ასახელებენ. ანალიტიკოსების თქმით, უმსხვილესი ბანკის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ინვესტორები დააბნია, რამაც საბოლოოდ ეროვნული ვალუტის სწრაფი ვარდნა გამოიწვია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებულმა საბანკო რეგულაციებმა და თიბისის წინააღმდეგ ღია ომმა შესაძლოა ლარის კურსი კიდევ გააუფასუროს.

"მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის მთლიანად არასწორი, ამ ყველაფერს ემატება ის მოლოდინებიც რომლებიც ინვესტორების მხრიდან არის შექმნილი და ეს მოლოდინები მთავრობის მხრიდან არის შექმნილი ისეთი ნაბიჯებით, როგორიც არის თუნდაც რეგულაციები და როგორიც არის ბიზნესზე დარტყმა, მათ შორის თიბისი ბანკზე დარტყმა,"-აცხადებს ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი.

დღის ამბები