19 მაისი 2024,   07:17
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს მოქმედება დროებით უნდა შეჩერდეს - "თავისუფალი დემოკრატები" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარადგენენ

„თავისუფალი დემოკრატები“ "საერთო სასამართლოების შესახებ"" კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ. პარტია დღეს რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფციას წარადგენს. ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები 3 წლამდე ვადით დროებით ორგანოს უნდა გადაეცეს. პარტიაში იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობის გაუქმებასა და საბჭოში არამოსამართლე წევრების წარმომადგენლობის გაზრდას ითხოვენ. რეფორმების მიხედვით სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ მოსამართლეთა სრული იმუნიტეტი იზღუდება, მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული პრივილეგიები კი უქმდება.

“საჭიროა აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი სასამართლო ხელისუფლებაში და ამისათვის საჭიროა საგანგებო ზომების მიღება მათ შორის  კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გზით. იუსტიციის საბჭოს მოქმედება დროებით უნდა შეჩერდეს. მისი უფლებამოსილებები უნდა გადაეცეს საგანგებო დროებით ორგანოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს. მისი წევრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს არამოსამართლე წევრების ხარჯზე,“-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

დღის ამბები