კერძო და საჯარო სექტორში ადამიანის უფლებათა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ვითარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში მოხვდა.
შესწავლის პერიოდში რამდენიმე შემთხვევა გამოიკვეთა, როდესაც არასამსახურეობრივად გამოიყენეს თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები.
პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს აღნიშნული დარღვევებიდან 7 შემთხვევაში მიაჩნია, რომ იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და ეს საქმეები შემდგომი რეაგირებისთვის უკვე გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ვითარება მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია, ეს პრობლემად კვლავ რჩება.
„მონაცემთა ბაზაში არასამსახურებრივი მიზნით, პირადი და სხვა მიზნებით, მონაცემთა გადამოწმება, არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვაზე გავამახვილეთ ასევე ცალკე ყურადღება, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სექტორში. ვხვდებით, რა თქმა უნდა, საფინანსო სექტორში კვლავ პრობლემებს და გამოწვევებს, განსაკუთრებით, ეს უკავშირდებოდა ე.წ. სესხის ამომღები კომპანიების საქმიანობას, იგივე ჯანდაცვის სექტორში. სამწუხაროდ, კვლავ დაფიქსირდა ერთ-ერთ გასახდელ სივრცეში ვიდეო თვალთვალის ფაქტები, პირდაპირი მარკეტინგიც იყო აქტუალური საკითხი. პრინციპში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც წინა წლების ანგარიშშიც ფიქსირდებოდა - კვლავ აქტუალურია,“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი