17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
საპატრიარქო მზადაა, ნაბიჯი გადადგას... დეკანოზი მამალაძე შეწყალებული იქნება, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს - მეუფე ანტონი

„მამა გიორგი მამალაძე შეწყალებული იქნება, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს,“ - ეს განცხადება, ციხის საავადმყოფოში პატიმარ სასულიერო პირთან შეხვედრის შემდეგ, წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ანტონმა გააკეთა.

მიტროპოლიტი გლდანის ციხის სამედიცინო ცენტრში პატიმარ მღვდელს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. მეუფე ანტონი აანონსებს, რომ დეკანოზის საქმე სასულიერო პირებმა ეკლესიის შიგნით სასწრაფოდ უნდა განიხილონ და თემა უმოკლეს ვადაში გადაწყვიტონ.

„საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ვალდებულები ვართ განვიხილოთ შიგნით. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც, ყველაფერზე არის საპატრიარქო მზად და მღვდელმთავრები ყველაფრისთვის ვართ მზად. დეკანოზი ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზე არის, აბსოლუტურად და თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ ის იქნება შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება, პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს. თვითონ მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს და მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს,“ - ამბობს მეუფე ანტონი.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი თვლის, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში დეკანოზი უდანაშაულოა.

„მე ვთვლი, რომ უდანაშაულოა. პატრიარქის პოზიცია არის დადებითი, როგორც გითხარით და იქნება დადებითი,“ - ამბობს მეუფე ანტონი. 

დღის ამბები