თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თოვლის გამო აკრძალული იყო ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად კი ამ დროისთვის მოძრაობა სრულად თავისუფალია.