17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს - დავით ბაქრაძე

ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს - ევროპული საქართველოს ამ ინიციატივას, რომელიც პარლამენტში უკვე  რეგისტრირებულია, პარტიის ლიდერი რეგიონებში მოსახლეობას აცნობს. 

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.   

„სოფელში მცხოვრები რეგისტირებული მანქანებისთვის, გლეხებისთვის მოიხნას ის პრობლემები, ის ჯარიმები, რომელსაც აკისრებს დღეს ტექდათვალიერების გაუვლელობა და ეს ყველაფერი დარეგულირდეს იმგვარად, რომ ადამიანებს არ შეეშენდეთ საკუთარ ვენახში მანქანით წასვლა. ჩვენი ამოცანაა, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენი ინიციატივა არ ეხება თბილისს, ვინაიდან თბილისში დგას ძალიან მწვავე ეკოლოგიური პრობლემა და თბილისში ტექდათვალიერება უნდა დარჩეს. ჩვენი ინიციატივით უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები ცენტრალურ გზაზე და ავტობანზე, მაგრამ თითოეულ იმ ავტომობილს, რომლითაც გლეხი გადაადგილდება არაცენტრალურ გზებზე, რომლითაც გლეხი გადაადგილდება რაიონში, საკუთარ ვენახში, თითოეულ ასეთ ავტომობილს უნდა მოვუხსნათ პრობლემა და უნდა მივცეთ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები