17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
BBC-ის ჟურნალისტმა გლადინის ციხეში ჯეკ შეპარდის საკანი გადაიღო

ტელეკომპანია BBC-ის გადამღები ჯგუფი გლდანის ციხეში იმყოფებოდა, სადაც ჯეკ შეპარდი იხდის სასჯელს.

ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტი სტივ როზენბერგი შეუშვა.

BBC პირველი უცხოური ტელეკომპანია გახდა, რომელსაც ციხეში გადაღების უფლება მისცეს.

ჟურნალისტი ყვება, რომ მათ ჯეკ შეპარდთან პირადი კონტაქტის საშუალება არ მიეცათ, თუმცა, გადაიღეს ის საკანი, სადაც ბრალდებული იმყოფება კიდევ ორ პატიმართან ერთად.

სიუჟეტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ შეპარდი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა.

ჯეკ შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ამ დროისთვის ის ექსტრადირების მოლოდინშია.

დღის ამბები