17 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა" - მეუფე პეტრე

"ე.წ. ციანიდის საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულდა" - ამის შესახებ კურიერთან საუბრისას მეუფე პეტრემ განაცხადა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პროკურატურა და სასამართლო გააკრიტიკა.

მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საკითხს წმინდა სინოდი უახლოეს დღეებში განიხილავს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალში პატიმარი დეკანოზი მამალაძე უდანაშულოა.

„რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას, ის, რომ მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ერთმნიშვნელოვნად ამას მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. გავიხსენებდი ვაჟკაცი, პატიოსანი, კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება აქვს, როდესაც მისი შვილის მკვლელობაზე ჰკითხეს, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო, ეს საქმეო... მე დიდი იმედი მქონდა, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საქმეში, რომ მაღალ სასულიერო იერარქად ქალბატონს მისახელებდა და პასუხი არ გაუცია, ისე წავიდა, შემდეგ ახალმა მთავრმა პროკურორმა თქვა, რომ აი, ჩვენი გამოწვევა არის ნდობის აღდგენა, იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება. ციანიდის საქმეში შეიძლებოდა, როგორც ერთს, ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინა ნდობა, მაგრამ დღემდე ვხედავთ, რომ ამ კუთხით არ დაძრულა. მივანდოთ უფალს, მაგრამ მთავარია, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ, რომ ის ამ საქმეში, კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო," - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

პატიმარი დეკანოზის შეწყალების შესახებ რეკომენდაციას, სავარაუდოდ, წმინდა სინოდი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, მაგრამ შეკრების თარიღი უცნობია.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებაზე საუბარი არ სურთ არც მამალაძის ძმას და არც ადვოკატებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები