სპეცოპერაციები ფოთსა და სენაკში - გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. მათი აყვანა საცხოვრებელი სახლიდან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან.
დაკავებულების ადვოკატები კი ამბობენ, რომ ფოთსა და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 20-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.
დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკისას სამართალდამცველებს არანაირი ნივთმტკიცებები არ ამოუღიათ.