მიწისძვრა საქართველოში - ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქობულეთში კინტრიშის ხეობაში მდებარე სოფელი ხინო იყო. ბიძგები 00:20 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ბიძგები დაბა ჩაქვში, ბათუმში, ქედასა და გურიაშიც იგრძნობოდა.