ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ. ოჯახის წევრების თქმით, აეროპორტიდან ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზის შემდეგ კი სახლში გადაასვენებენ.
ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია. 23 წლის მეზღვაური ლიბიაში 6 იანვრის შემდეგ გაუჩინარდა. მისი ცხედარი 21 იანვარს, ნავსადგურში აღმოაჩინეს.