ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ისინი ქარხანასთან შეკრებას დღეს, 12:00 საათისთვის გეგმავენ.
თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
საწარმოში დასაქმებულებს, როგორც ამბობენ კუთვნილი ანაზღაურება უკვე ექვსი თვეა არ მიუღიათ.
„აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები,“-განაცხადა რკინიგზათა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ.