17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
აქცია ყვარლის მუნიციპალიტეტში - სოფელ ზინობიანის მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს. საუბარია 15 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, 2017 წელს მათგან ფარულად, კერძო პირებზე გასხვისდა.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელს მიწა 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული, თუმცა, ყოფილი გამგებლის, ილია მზექალაშვილის დროს აუქციონი ისე გამოცხადდა, რომ მოსახლეობას არ შეატყობინეს.

ზინობიანელებმა სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს. სოფელი მესაქონლეობით ირჩენს თავს. მიწის დაუბრუნებლობის შემთხვევაში არ გამოირიცხება, რომ მათ საქონლის გაყიდვა მოუწიოთ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ ის იციან, რომ მიწა სახელმწიფომ გაყიდა.
სხვა დამატებით დეტალებზე ისინი არ საუბრობენ.

დღის ამბები