გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის სამი წევრის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. იმის გამო, რომ პატიმრის წინასწარი დაკავების ვადა 9 აპრილს იწურება, სასამართლო სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
ბრალდება 100-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს.
„ბრალდების მხარეს ჰქონდა გარკვეული შუამდგომლობები კიდევ დამატებით მტკიცებულებების დართვის თაობაზე, რაც სრულად დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ამ ეტაპზე სასამართლო იმყოფება შესავალი სიტყვების ეტაპზე, მხარეების წარმოვადგენთ ჩვენ შესავალ სიტყვებს, რის შემდგომაც გადავალთ უკვე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
ამ წუთებში სასამართლოში შესვენებაა გამოცხადებული. პროცესი მხარეთა შესავალი სიტყვით გაგრძელდება.