23 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობა, სექსუალური შევიწროება, საპენსიო პოლიტიკა - აქცია მეტრო რუსთაველთან

ქალთა უფლებების დასაცავად სოლიდარობის ქსელის აქცია მეტრო რუსთაველთან - აქციის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და საპენსიო პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

მეტრო რუსთაველთან შეკრებილებმა მანიფესტიც წაიკითხეს. აქციის მონაწილეები გენდერულ თანასწორობას, თანაბარ შრომით ანაზღაურებას, ასევე, ღირსეულ პენსიას ითხოვენ.

აქციაზე სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლებმა ტრანსფარანტები მიიტანეს წარწერით "ქალების შრომა უხილავი შრომაა", "ერთი და იგივე ხელფასი თანასწორი შრომისთვის", „ჩვენ გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“.

აქციის მონაწილეები მეტრო რუსთაველიდან დედაენის ბაღის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან. მათ რუსთაველის გამზირზე სავალი გზის ნაწილი დაიკავეს. 

დღის ამბები