ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია-აკრედიტაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა, ვადაზე ადრე მათთან შევიდა მონიტორინგის სამსახური და სასწავლებელს სტატუსი 4 მარტს შეუჩერა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ სტუდენტებს საჭირო განათლებას ვერ აძლევენ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დახურვის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღიათ.
ამ საკითხზე ისინი განათლების მინისტრსაც შეხვდნენ, თუმცა, დასმულ შეკითხვებზე მისგან პასუხები ვერ მივიღეს.
სტუდენტები სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ.