17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" - ახალი გადაცემა "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში  

"Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" - ხვალიდან რუსთავი2-ის დილის ეთერში საქმიანი ადამიანებისთვის ახალი გადაცემა იწყება.

მრავალფეროვანი რუბრიკები, სიუჟეტები, დამწყები და გამოცდილი ბიზნესმენები - Forbes-ის და ბიემჯის ჯგუფი, ბიზნესის და ეკონომიკის პრობლემებთან ერთად, მაყურებლებს წარმატებულ ბიზნესმენებს გააცნობს. 

ყოველ კვირას, დილის 10 საათიდან, გადაცემა საქმიან ადამიანებს, ბიზნესის და ეკონომიკის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. 

"ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" იქნება ფორბსის, ფორმულა კრეატივის, რუსთავი2-ის, ბიემჯის ერთობლივი ნამუშევარი, ანალიტიკური გადაცემა, რომელიც შეკრავს კვირის მთავარ ამბებს ბიზნესში და ეკონომიკაში. ერთგვარად იქნება ანალიტიკური ძირითადად. რუბრიკები საიმისოდ, რაც ძალიან ბევრ ბიზნესს, დამწყებს თუ უკვე შემდგარს, მისცემს საშუალებას, რომ ასპარეზზე გამოიტანონ საკუთარი ახალი სერვისები, პროდუქტები ,“ - აცხადებს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გადაცემის წამყვანი, გიორგი ისაკაძე.

დღის ამბები