17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
მერიის საწყობი გაქურდეს - წაღებულია მოქალაქეების ნივთები, ტექნიკა და ავეჯი

თუმანიანის ქუჩის რეაბილიტაციას შეწირული ადგილობრივების ნივთები - მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაქურდეს.

დაზარალებულია ის ხუთი ოჯახი, რომელიც თბილისის მერიამ, თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა. მათი ნივთები კი მერიის საწყობში ინახებოდა.

საცავში მისულებს საწყობი გაქურდული, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ.

ადგილობრივები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

„უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე მეძინა სიონის ბაღში, სანამ ბინას ქირით ვიშოვიდი. გაძარცვულია ყველაფერი. ლტოლვილები შეუშვიათ. რომ ვკითხეთ, ვინ შემოგიშვათო, გამგეობამ შემოგვიშვაო,“ - განაცხადადა დაზარალებულმა ნოდარ ალადაშვილმა.

დღის ამბები