თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კიდევ ერთი ახალი პროექტი - კამერული ორკესტრის ოპერის კამერატას პრეზენტაციაზე მოცარტის, მენდელსონის, ბარტოკის, ცინცაძისა და მაჭავარიანის ნაწარმოებები შესრულდა.
ახლადჩამოყალიბებული კამერული ორკესტრი კონცერტის გამართვას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში უახლოეს მომავალშიც გეგმავს.