116 წლის იაპონელი ქალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - ის მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარეს.
კანე ტანაკა ფუკუ-ოკას პრეფექტურაში მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.
მისთვის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიას ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა და ოჯახში მეშვიდე შვილი იყო.
წინა რეკორდსმენი ასევე იაპონელი ტიიო მიიაკო 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.