17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ქრთამი საჯარო სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ - დაკავებულია ერთი პირი

ქრთამი საჯარო სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე, მის დასაქმებას შეძლებდა.

ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები