ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრალურ ავტობანზე - სამარშუტო ტაქსი ბორდიურს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. წინასწარი ცნობით, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.
„ერთი ფანჯრიდან გადმოვარდა, მძღოლი, საჭესთან ვინც იყო „რემენი“ არ ეკეთა, ფანჯრიდან გადავარდა, თითები ჰქონდა მოწყვეტილი, მეორე მანქანაში იყო ჩარჩენილი და ჩემმა მეუღლემ გამოიყვანა... სასწრაფომ დაიგვიანა და სამაშველო მოვიდა და პოლიცია,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
დაზარალებულების გადმოყვანა პატრულის ეკიპაჟის მოსვლამდე მგზავრებმა მოახერხეს. ამ დროისთვის დაშავებულები უახლოეს კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ექიმის თქმით, ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად ორი პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდათ.