უბედური შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. 30 წლის მამაკაცი გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, დაცემის შედეგად მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა - იგეგმება ოპერაციის ჩატარება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.