17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
აქცია სოფელ მუხიანში - მოსახლეობა ადგილზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო. მოსახლეობამ გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტა. ადგილობრივების სოფელში სატვირთო ავტომობილების ინტენსიურ გადაადგილების წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალები სწორედ მათი სოფლის გავლით გადააქვთ. აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირდნენ შეკრებილებს, რომ მოიძებნება ალტერნატიული გზა და სატვირთო ავტომობილებს სოფლის გზაზე მოძრაობა აეკრძალებათ.

დღის ამბები