17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ყარაფილადან გატაცებულები - საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების ოჯახის წევრებსაც.

რუსმა ჯარისკაცებმა გუშინ ორი მოქალაქე საკუთარ ბაღებში აიყვანეს და საოკუპაციო რეჟიმის ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. კასპიდან გატაცებულები სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

ადგილობრივები ბოლო დროს რუსი ოკუპანტების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე საუბრობენ.

დღის ამბები