17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში ომონმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცა

ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძანძავა გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, ძანძავას საცხოვრებელ სახლში დეფაქტო ხელისუფლების ომონი დღეს დილით შევარდა და ძანძავა გაიტაცეს. როგორც ცნობილია, აყვანისას მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულს. ის სოხუმში, სავარაუდოდ დაკითხვაზეა გადაყვანილი.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დაკავების დეტალები და მიზეზები გაარკვიოს. ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

დღის ამბები