17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ოკუპანტების მიერ სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს. ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. 

ორი მოქალაქე, რომელიც ცხინვალის იზოლატორში, თითქმის, 48 საათის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

რუსმა ჯარისკაცებმა გუშინ ორი მოქალაქე საკუთარ ბაღებში აიყვანეს და საოკუპაციო რეჟიმის ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. 

ადგილობრივები ბოლო დროს რუსი ოკუპანტების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები