დაბინძურებული ჰაერი დედაქალაქში - ერთობლივი აუდიტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 15 ქვეყნის მიერ მომზადდა, საქართველოც მოხვდა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო თბილისში ტრანსპორტი და მშენებლობაა.
ექსპერიმენტით დგინდება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჰაერს განსაკუთრებით აბინძურებს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ყველაზე მეტად შავ კვამლს ყვითელი მიკროავტობუსები გამოყოფენ.
ერთობლივი აუდიტის ანგარიშს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იცნობენ. რეკომენდაციები მათთვისაც გაცემულია და ნახევარზე მეტი უწყებას უკვე შესრულებული აქვს. მათი შეფასებით, მთავარ გამოწვევად მოძველებული ავტოპარკი და სამშენებლო სტანდარტები რჩება.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მთავარ პრობლემად რჩება დაავადებათა კონტროლისთვისაც. მათი შეფასებით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხის მაჩვენებელი კრიტიკულია. დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადები აქვს.