17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
მედიკამენტებში გადახდილი 10 მილიონი - ასობით ათას ადამიანზე გათვლილი პროგრამა ხელმისაწვდომი მცირე ნაწილისთვის აღმოჩნდა  

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა და მოქალაქეების წამლებით უზრუნველყოფა - ოპოზიციას აინტერესებს, რაში დაიხარჯა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების წამლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიონი ლარი. ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 700 ათასი აითვისა. 

დავით სერგეენკო მედიკამენტებით დახმარებას ასობით ათას ადამიანს ჰპირდებოდა, თუმცა რეალურად, დაანონსებული პროგრამით, მხოლოდ 22 ათასმა მოქალაქე ისარგებლა.

ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხისას ჯანდაცვის მინისტრმა ყველაფერი ბენეფიციარებს გადააბრალა. თქვა, რომ წამლები საწყობში დევს, თუმცა უფასო მედიკამენტების ასაღებად, ცოტა ხალხი მიდის და ურჩევნიათ მედიკამენტები აფთიაქში იყიდონ.

ის, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საწყობში აქვს, იყიდება აფთიაქებში. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა პროგრამის შესახებ ან საერთოდ არ იციან ან ჩამონათვალში მათი დაავადების გასწვრივ სამკურნალო პრეპარატების ნუსხაში საჭირო წამალი საერთოდ არ წერია.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტების პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო. 2017-ში უწყებამ დააანონსა, რომ პროგრამას 200 ათასამდე ბენეფიციარი ეყოლებოდა. იმავე წელს უფასო წამლით სულ 6-მა პროცენტმა ისარგებლა. გასულ წელს, როცა პროგრამა 10 მილიონით დაფინანსდა, უფასო მედიკამენტები ათამდე პროცენტმა აიღო.

წელს პროგრამა 6 ქრონიკული დაავადების 44 მედიკამენტს გასცემს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

 

 

დღის ამბები