ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - კოსტავას გამზირზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.