განათლება და თავისუფლება - სემინარი და ტრენინგ სესია, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, განათლების და თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ; დისკუსია, ასევე განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსაც ეხებოდა;
"პირდაპირი კავშირი არსებობს თავისუფლებასა და განათლებას შორის, რამდენადაც განათლება უზრუნველყოფს არჩევანს საშუალებას, შესაბამისად თუ განათლება არ არსებობს თავისუფლება ძალიან ბუნდოვანი რამ გამოდის,"-აცხადებს ლევან ღამბაშიძე.