ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენელია ჩართული. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი და გახდა თუ არა კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მსხვერპლი.
წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიაზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. ის ელექტროშოკით აწამეს, რამაც გულის შეტევა გამოიწვია; სწორედ ამ ექსპერტიზაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება და დადგება თუ არა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.