17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ირაკლი კვარაცხელიას საქმე - ევროკავშირის ელჩი რუსეთის ფედერაციას ქართული მხარისთვის მტკიცებულებების გადმოცემას სთხოვს

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს - ამის შესახებ განცხადება ევროკაშირის ელჩმა გააკეთა. კარლ ჰარცელი, სამძიმრის წერილს ავრცელებს სადაც ამბობს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად. ევროკავშირის ელჩი მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.

29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები