17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა 

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 

პოლიციამ, 1968 წელს დაბადებული პირის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 საბრძოლო ვაზნა, 7 კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა "ამონალი" და "ტროტილის" 6 შეკვრა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები