ქართველი ბორჯღალოსნების დაპირისპირებას რუსეთთან, პირდაპირ ეთერში უყურებდნენ ატოცში. საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელში, სამოქალაქო აქტივისტები და მორაგბეების გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას, ისინი თვალს სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდნენ. თამაშის საყურებლად და ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ, მათ მთელი სოფელი დაპატიჟეს.
„მთავარი იყო, რო ატოცელები მოგვეყვანა აქ, გვენახებინა მათთვის, რომ ჩვენ მათ გვერდზე ვართ. ეს რაც კეთდება, ყველაფერი არის ატოცელებისთვის, მათთვის ჩამოვედით უბრალოდ ჩვენ.... მნიშვნელოვანია, ამ ხალხისთვის გვეჩვენებინა ჩვენ, რომ მათ გვერდზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ატოცში პირველად, გვეჩვენებინა ჩვენი პოზიცია, ჩვენი ემოცია, რომ ჩვენ გვაღელვებს ეს ყველაფერი,“ - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ჯასა ხუციშვილი.
რუსეთ-საქართველოს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 22:6 დასრულდა. მატჩის დასრულებისთანავე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის თასი გადეცა.