17 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

გიორგი ენდელაძე, მეტსახელად თავა, ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქესთან ერთად აიყვანეს.

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, საბერძნეთში იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი. 

სულ ქართველმა სამართალდამცველებმა, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდია.“ 

დღის ამბები