მხედველობა ცალი თვალით - თიკო ბეკოშვილი მხოლოდ მარცხენა თვალით ხედავს 5 პროცენტს. ის თანდაყოლილი გლაუკომით დაიბადა, 13 წლის ასაკში ტრავმული დაზიანების გამო, ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. მეორე თვალით, ისედაც შეზღუდული მხედველობით, იმდენი მეცადინეობა შეძლო, რომ თეატრალურზე, სარეჟისოროზე ჩააბარა.
თიკო ბეკოშვილს ბევრი ოპერაცია გაუკეთეს, ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა, ორი ბინა გაყიდა, ბოლო ოპერაცია 6 წლის წინ ჩაუტარდა, ახლა თურქეთში უნდა წავიდეს კონსულტაციაზე, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება აღარ აქვს.
დიდი ხანია ფურცელზე ვეღარ წერს, მხოლოდ მაშინ შეუძლია ბეჭდვა, თუ ტელეფონზე, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, მსხვილი შრიფთით აკრეფს. ასე დაწერა მთელი რომანი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ცხოვრებას აღწერს, რომელიც თბილისში ჩამოდის და ცხოვრებას ახლიდან იწყებს.
თიკოს რამდენიმე ნატვრა აქვს, უნდა ხედავდეს, რომ საყვარელი საქმიანობა გააგრძელოს, როდესმე დაბეჭდოს საკუთარი წიგნი აფხაზეთიდან დევნილ ბიჭზე და ფილმი გადაიღოს.