გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალის" ექიმის წინააღმდეგ პაციენტს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი შეაქვს. ხვიჩა სამადაშვილი ნუკრი ბაღაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. სამადაშვილი ამტკიცებს, რომ ექიმი კლინიკაში მყოფ პაციენტებს აიძულებს მისთვის სასარგებლო ჩვენება მისცეს, სანაცვლოდ კი უფასო მკურნალობას დაჰპირდა.
"იყო შემოთავაზებები, რომ თუკი თქვენ იტყვით, რომ ხვიჩამ დაამტვრია ეს კარები, ამ შემთხვევაში თქვენ უფასოდ გიმკურნალებთ და მოგაგცევთ ყურადღებას. ვაგროვებ ყველანაირ ინფორმაციას ყასაბ ნუკრი ბაღაშვილზე რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა და გადავცე ჯანდაცვის სამინისტროს, რათა უფლებამოსილება შეუჩერდეს ყასაბ ნუკრი ბაღაშვილს,"-აცხადებს ხვიჩა სამადაშვილი.
თავად ნუკრი ბაღაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და ჟურნალისტებს ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
"ეს ჭორიკნობა და სისულელეების ლაპარაკს მორჩით, რეალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეთ. ხვიჩამ იმდენი რამე თქვა და სისულელე ჩაიდინა, ჯერ კიდევ ამატებს,"-აცხადებს ნუკრი ბაღაშვილი.
ინციდეტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჭრილობის საფენის შეცვლის გამო დაწყებული შელაპარაკება, ექიმსა და პაციენტს შორს დაპირისპირებაში გადაიზარდა.