17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
"ლიბერთი ბანკი" ბარბარე პაპუნაშვილს ოჯახისთვის საქველმოქმედო მიზნით შეგროვილი თანხის გაცემაზე უარს აცხადებს

"ლიბერთი ბანკი" ბარბარე პაპუნაშვილს ოჯახისთვის საქველმოქმედო მიზნით შეგროვილი თანხის გაცემაზე უარს აცხადებს. ამის მიზეზად ბანკში ოჯახის მიერ საპენსიო სესხის წინასწარ დახარჯვას ასახელებენ. თანხა 6 წლის ბარბარეს ოპერაციისთვის გროვდება - საუბარია სამი დღის განმავლობაში დარიცხულ დაახლოებით 1000 ლარზე, რომელიც ოჯახს წინასაოპერაციო პროცედურებისთვის სჭირდება. მორიგი ოპერაცია პატარა ბარბარეს კვლავ თურქეთში უტარდება - თანხის ნაწილი ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაურიცხა - სრული თანხის შესაგროვებლად პაპუნაშვილებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. 7 წლის ბარბარეს ხერხემლის თიაქარი აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

დღის ამბები