17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ყაჩაღობა და სროლა პეკინზე - დაკავებულია მამა-შვილი

ყაჩაღობა და სროლა პეკინზე - სამართალდამცველებმა მამა-შვილი დააკავეს.
მათ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს.

თავდამსხმელებმა ადგილზე ერთხელ გაისროლეს, თუმცა არავინ დაშვებულა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები