17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
უბედური შემთხვევა ქუთაისში - 5 და 10 წლის ბავშვებს მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში 5 და 10 წლის ბავშვებს მატარებელი დაეჯახა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც მათ წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.

ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი ქალატვინის დახურული ტრამვა... ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,” - განაცხადა ექიმმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები