17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციები, კიდევ 12 ქუჩაზე ამოქმედდება

სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციები, კიდევ 12 ქუჩაზე ამოქმედდება. ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძე ამბობს, რომ მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ  საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილებში შეძლებენ.

მსგავსი რეგულაციები დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისის 14 ქუჩაზე ამოქმედდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური  მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად პრობლემურია ზოგადად, როდესაც ხდებოდა ყველგან გაჩერება.  გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს ქუჩის საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრან, რაც პირველ რიგში მათი უსაფრთხოებისთვის და ასევე, მძღოლებისთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს ყველაფერი უდნა დავარეგულიროთ,“- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა დღეს ასევე, მშრალი ხიდის რეაბილიტაცია დააანონსა.

დღის ამბები