ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომელიც სამხედრო სავალდებული სამსახურში მართლამდიდებელი მღვდელმსახურების გარდა ყველა რელიგიური კონფესიის წარმოადგენლის გაწვევას გულისხმობს, მუფტის მოადგილე დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად აფასებს.
ადამ შანთაძე ამბობს, რომ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები წინააღმდეგი არ არიან მოიხადონ სამხედრო სამსახური, თუმცა სავალდებულო გაწვევა გამონაკლისების გარეშე ყველა რელიგიის წარმომადგენლეზე უნდა გავრცელდეს.
„არც ის არ არის პრობლემა ჩვენი მუსლიმი მოქალაქეებისათვის თუ ეს სავალდებულო იქნება და ამაზე უარს არავინ არ ამბობს, მაგრამ მთავარი არის აქ ის, რომ კანონი თანაბრად ავალდებულებდეს ყველას მსახურებას და თუ რაიმე პრივილეგიებს და შეღავათებს ითვალისწინებს, შეღავათებიც თანაბრად ვრცელდებოდეს მოცემულ შემთხვევაში ყველა რელიგიური გაერთიანებების მხრივ და არ აღიქმებოდეს დისკრიმინაციულად და არ იყოს დისკრიმინაციული მიდგომა,“- განაცხადა შანთაძემ.