17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ექსპერტების შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს- ომბუდსმენი

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში - ამ განცხადებას სახალხო დამცველი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე აკეთებს.

ომბუდსმენის ინიციატივით, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა მამა გიორგი მამალაძის სამედიცინო ისტორია შეისწავლა და მსჯავრდებული დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც მოინახულა.

დიაგნოზი, რომელიც სამედიცინო დასკვნაში წერია, პირადი ინფორმაციის შემცველია, ამიტომ სახალხო დამცველი დეტალებზე არ საუბრობს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, სადაც დეკანოზი ამჟამად იმყოფება, ამ დიაგნოზით მკურნალობა შეუძლებელია. 

ომბუდსმენის განმარტებით, მისმა უწყებამ, მამა გიორგის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის რეკონდაცია უკვე გასცა.

Image may contain: 1 person, standing„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. მათ შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ასევე დოკუმენტაცია და მამა გიორგი მამალაძე ადგილზე მოინახულეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სჭირდება. მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, ის გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები